PRO 3
PRO3 აუმჯობესებს ყველაფერს, რაც ლეგენდარულ PRO2 კამერაში ასე მოგვწონს, და უძრავი ქონების უფრო ხარისხიანი, ვიზუალურად მიმზიდველი და ზუსტი ციფრული ასლების შექმნის საშუალებას იძლევა
PRO3 აუმჯობესებს ყველაფერს, რაც ლეგენდარულ PRO2 კამერაში ასე მოგვწონს, და უძრავი ქონების უფრო ხარისხიანი, ვიზუალურად მიმზიდველი და ზუსტი ციფრული ასლების შექმნის საშუალებას იძლევა



ციფრული ასლების შექმნა მხოლოდ შიდა სივრცით აღარ შემოიფარგლება. ინოვაციური PRO3 კამერა LiDAR-ით მილიონობით გაზომვას ასრულებს როგორც სუსტი განათების, ისე მზის პირდაპირი შუქის პირობებში და გარე სივრცის შთამბეჭდავი დეტალიზაციით დათვალიერების საშუალებას გაძლევთ
Pro3, ღრუბლოვანი დამუშავების მოწინავე პლატფორმასთან ერთად, სივრცეების უფრო ზუსტი, დეტალური და რეალისტური ციფრული ასლების შექმნის საშუალებას იძლევა, ვიდრე ოდესმე
Pro3 100 მეტრამდე მანძილზე 3D მონაცემებს სკანირების თითოეულ ციკლში 20 წამზე ნაკლებ დროში აფიქსირებს და ამით სკანირების პროცესს აჩქარებს. Pro3-ის LiDAR სენსორს კი ხანგრძლივად მუშაობა სიზუსტის შენარჩუნებით შეუძლია
ულტრა სწრაფ და მაღალი სიზუსტის Pro3 LiDAR სენსორს საათობით შეუძლია მუშაობა. ის საოცრად კომპაქტურია და ნებისმიერ პირობებში მილიონობით გაზომვას ასრულებს. Cortex Al, რომელიც გაზრდილი მოქმედების დიაპაზონის მქონე Pro3-ს მართავს, შუქამრეკლავი ზედაპირებისა და ფოთლების სწორად სკანირებისა და დოკუმენტირების საშუალებას იძლევა
შეავსეთ ფორმა და დაგიკავშირდებით
უახლოეს პერიოდში
ვამაყობთ ჩვენი ინოვაციური გადაწყვეტილებებით, რომლებიც კლიენტების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შევიმუშავეთ. ჩვენი მისიაა, მოწინავე ტექნოლოგიების გამოყენებით ბიზნესს ახალი სიმაღლეების მიღწევაში დავეხმაროთ. დაგვიკავშირდით და გაიგეთ, როგორ შეგვიძლია თქვენი კომპანიის წარმატებას შევუწყოთ ხელი!
საიტის უკეთ მუშაობისთვის ვიყენებთ cookie ფაილებსა და ანალიტიკის სერვისებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით ეთანხმებით cookie ფაილების გამოყენების პოლიტიკას და კონფიდენციალურობის პოლიტიკას.